ჩვენ შესახებ
წიგნები, რომლებსაც რამდენიმე წუთში გაიცნობ
ყოველდღე ათობით მოკლე ვიდეოს ვუყურებთ, წიგნს კი ხშირად ვერც ვარჩევთ — არ ვიცით, საიდან დავიწყოთ. „წიგნი ერთ წუთში“ ამას ცვლის: თითო წიგნს ეძღვნება მოკლე, კინემატოგრაფიული ვერტიკალური ვიდეო, რომელიც გადმოგცემს მის განწყობას და მთავარ კითხვას — ისე, რომ წაკითხვის სურვილი გაგიჩნდეს.
აპში ნახავ დღის წიგნს, რედაქციის კოლექციებს, ავტორისა და წიგნის მოკლე აღწერას და მაღაზიებს, სადაც მისი შეძენა შეიძლება. თუ სასურველ წიგნს ვერ იპოვი, მოითხოვე — ყველაზე მოთხოვნადი წიგნები პირველ რიგში მზადდება.
უფასო წიგნების ვიდეოები ყველასთვის ღიაა, ანგარიშის გარეშეც. აპი iPhone-ზე App Store-შია, Android-ზე — Google Play-ში.
ვინ ვართ
„წიგნი ერთ წუთში“ დამოუკიდებელი ქართული პროექტია, რომლის მიზანია, მოკლე ვიდეოებით მეტ ადამიანს გააცნოს წიგნები და კითხვისკენ უბიძგოს. პროექტის ავტორი და მფლობელია მერაბ ელიკაშვილი.
კონტაქტი
თანამშრომლობა, გამომცემლები და ავტორები: hello@bookminute.ge