საავტორო უფლებები
ბოლო განახლება:
ვცემთ პატივს ავტორებს, გამომცემლებს და ყველა უფლებამფლობელს. თუ ფიქრობ, რომ აპში ან საიტზე განთავსებული ვიდეო, სურათი ან ტექსტი არღვევს შენს უფლებებს, მოგვწერე — ყველა მიმართვას განვიხილავთ.
როგორ მოგვმართო
მოგვწერე მისამართზე copyright@bookminute.ge და მიუთითე:
- შენი სახელი, ორგანიზაცია (ასეთის არსებობისას) და საკონტაქტო მონაცემები;
- რომელ ნაწარმოებს ან მასალას ეხება მიმართვა;
- წიგნის დასახელება აპში ან ბმული bookminute.ge-ზე;
- ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს შენს უფლებებს (ან უფლებამფლობელის სახელით მოქმედების უფლებას);
- რას ითხოვ — მასალის წაშლას, შესწორებას თუ სხვას;
- განცხადება, რომ მიწოდებული ინფორმაცია სწორია.
რა მოხდება შემდეგ
- 48 საათში გიპასუხებთ და დაგიდასტურებთ მიმართვის მიღებას.
- დასაბუთებული მიმართვის შემთხვევაში სადავო მასალას განხილვის დასრულებამდე დავმალავთ აპიდან და საიტიდან.
- თუ მასალა ჩვენ მიერ ან ჩვენი თანხმობით შეიქმნა, გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას და ვეცდებით, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.
თანამშრომლობა
თუ გამომცემელი ან ავტორი ხარ და გინდა, შენი წიგნი აპში გამოჩნდეს, მოგვწერე hello@bookminute.ge.