ჩვენ შესახებ
წიგნები, რომლებსაც რამდენიმე წუთში გაიცნობ
ყოველდღე ათობით მოკლე ვიდეოს ვუყურებთ, წიგნს კი ხშირად ვერც ვარჩევთ — არ ვიცით, საიდან დავიწყოთ. „წიგნი ერთ წუთში“ ამას ცვლის: თითო წიგნს ეძღვნება მოკლე, კინემატოგრაფიული ვერტიკალური ვიდეო, რომელიც გადმოგცემს მის განწყობას და მთავარ კითხვას — ისე, რომ წაკითხვის სურვილი გაგიჩნდეს.
აპში ნახავ დღის წიგნს, რედაქციის კოლექციებს, ავტორისა და წიგნის მოკლე აღწერას და მაღაზიებს, სადაც მისი შეძენა შეიძლება. თუ სასურველ წიგნს ვერ იპოვი, მოითხოვე — ყველაზე მოთხოვნადი წიგნები პირველ რიგში მზადდება.
ვიდეოების ყურება ყველასთვის თავისუფალია, ანგარიშის გარეშეც, მათ შორის სასკოლო პროგრამის წიგნებისა.
ვინ ვართ
„წიგნი ერთ წუთში“ დამოუკიდებელი ქართული პროექტია, რომლის მიზანია, მოკლე ვიდეოებით მეტ ადამიანს გააცნოს წიგნები და კითხვისკენ უბიძგოს. პროექტის ავტორი და მფლობელია მერაბ ელიკაშვილი.
კონტაქტი
თანამშრომლობა, გამომცემლები და ავტორები: hello@bookminute.ge