ანგარიშის წაშლა
ბოლო განახლება:
ეს გვერდი ეხება აპლიკაციას „წიგნი ერთ წუთში“ (Book in One Minute), რომლის დეველოპერია მერაბ ელიკაშვილი. ვიდეოების საყურებლად ანგარიში საჭირო არ არის; თუ ანგარიში შექმენი, შეგიძლია ნებისმიერ დროს წაშალო.
აპიდან
- გახსენი აპი და შედი ანგარიშზე.
- გადადი ჩანართზე „პროფილი“.
- დააჭირე „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურე.
ანგარიში და მასთან დაკავშირებული მონაცემები მაშინვე წაიშლება.
აპის გარეშე
შედი ქვემოთ იმავე ანგარიშით (ელფოსტა და პაროლი ან Google) და დაადასტურე წაშლა — ანგარიში მაშინვე წაიშლება. თუ შესვლა ვერ ხერხდება, მოგვწერე privacy@bookminute.ge იმ ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიში შექმენი; მფლობელობის დადასტურების შემდეგ მას წავშლით და გაცნობებთ არაუგვიანეს 30 დღისა.
წაშალე აქვე
შედი იმ ანგარიშით, რომლის წაშლაც გინდა.
ან
Apple-ით შექმნილი ანგარიში წაშალე აპიდან ან მოგვწერე privacy@bookminute.ge .
შესული ხარ როგორც .
ანგარიში წაიშალა. მადლობა, რომ ჩვენთან იყავი.
რა იშლება
- ანგარიში: ელფოსტა, პაროლის ჰეში, სახელი და შესვლის მეთოდები (Google, Apple);
- შენახული წიგნები, მოწონებები და ყურების ისტორია;
- შენი ხმები წიგნის მოთხოვნებზე.
რა შეიძლება დარჩეს
- შენ მიერ შექმნილი წიგნის მოთხოვნა (სათაური და ავტორი) შეიძლება დარჩეს საჯარო სიაში, მაგრამ შენთან კავშირის გარეშე.
- სარეზერვო ასლებში მონაცემები ინახება მათ როტაციამდე, არაუმეტეს 30 დღისა.
- ინფორმაცია, რომლის შენახვასაც კანონი გვავალდებულებს, კანონით დადგენილი ვადით.
მეტი ინფორმაციისთვის იხილე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.