გაუქმება და თანხის დაბრუნება
ბოლო განახლება:
1. რას ეხება
ეს წესი ეხება პრემიუმის ყოველთვიურ გამოწერას, რომელიც შეძენილია ვებსაიტზე bookminute.ge, საქართველოს ბანკის ონლაინ გადახდით. iPhone-ის აპში (App Store-ით) შეძენილ გამოწერაზე ვრცელდება Apple-ის წესები: მას აუქმებ iPhone-ის პარამეტრებში, ხოლო თანხის დაბრუნებას განიხილავს Apple.
2. გაუქმება
- ავტომატური განახლება შეგიძლია გააუქმო ნებისმიერ დროს, გვერდზე bookminute.ge/account. დამატებითი საფასური არ არის.
- გაუქმების შემდეგ შემდეგი თანხა აღარ ჩამოიჭრება, ხოლო პრემიუმი იმუშავებს უკვე გადახდილი თვის ბოლომდე. თვის დასრულებამდე განახლების აღდგენა შეგიძლია იმავე გვერდზე.
- ყოველ განახლებამდე 3 დღით ადრე ელფოსტით გიგზავნით შეხსენებას, რომ გაუქმება დროულად შეძლო.
- ანგარიშის წაშლა გამოწერას მაშინვე აუქმებს და შენახულ ბარათს შლის; გადახდილი თანხა ამ შემთხვევაშიც არ ბრუნდება.
3. თანხის დაბრუნება
- გადახდილი თანხა არ ბრუნდება, მათ შორის თვის გამოუყენებელი დღეებისთვის და გაუქმების შემდეგ.
- გამონაკლისია ტექნიკური შეცდომა, მაგალითად: ერთი და იმავე თვისთვის თანხა ორჯერ ჩამოიჭრა; გადახდა შესრულდა, მაგრამ პრემიუმი არ ჩაირთო; თანხა ჩამოიჭრა გაუქმების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში თანხას სრულად ვაბრუნებთ იმავე ბარათზე.
- მოგვწერე hello@bookminute.ge — მიუთითე ანგარიშის ელფოსტა, გადახდის თარიღი და თანხა. პასუხს გაგცემთ 3 სამუშაო დღეში.
- დაბრუნებული თანხა ბარათზე აისახება ჩვეულებრივ 5–10 სამუშაო დღეში, ბანკის პროცედურის მიხედვით.
4. 14-დღიანი უარის თქმის უფლება
პრემიუმი ციფრული შინაარსია და მასზე წვდომა გადახდისთანავე იწყება. გადახდამდე ცალკე ადასტურებ, რომ წვდომა დაუყოვნებლივ იწყება და ამით კარგავ 14-დღიან უარის თქმის უფლებას, სადაც კანონი ასეთ უფლებას ითვალისწინებს. თანხმობის დრო და ტექსტის ვერსია ინახება შენს გადახდასთან.
5. თუ თანხის ჩამოჭრა ვერ მოხერხდა
ვცდით ხელახლა 1, 3 და 6 დღის შემდეგ. ამ დროს, არაუმეტეს 7 დღისა, პრემიუმი მუშაობს. თუ ჩამოჭრა მაინც ვერ მოხერხდა, გამოწერა სრულდება, შენახული ბარათი იშლება და დავალიანება არ გრჩება.
6. ფასის ცვლილება
ფასის ცვლილება მოქმედებს მხოლოდ ახალ გამოწერებზე. შენი არსებული გამოწერა იმავე ფასად გრძელდება, სანამ მას არ გააუქმებ.
7. კონტაქტი
მერაბ ელიკაშვილი, ინდივიდუალური მეწარმე , საიდენტიფიკაციო კოდი 59001046826
საქართველო, ქ. გორი, სტალინის გამზ. N6, ბ. 16
hello@bookminute.ge. სრული პირობები — წესები და პირობები.